06 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
„ღირსების არჩევანი“ - მხატვარმა გია ბუღაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ღირსების არჩევანი“ - ასე უწოდებს გია ბუღაძე დღევანდელ არჩევნებს. მხატვარმა ცოტა ხნის წინ თავისი არჩევანი დააფიქსირა. იგი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მოვიდა. მან ხმა საკუთარ რჩეულს, მთაწმინდაზე მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა.

„ჩემის აზრით ხმა მივეცი საქართველოს წინსვლას და განვითარებას, დასავლურ ორიენტაციას. პირველ რიგში ხმა მივეცი იმას, რომ საქართველო ნამდვილად არ დაიწყებს თავის მიწაზე და თავის ტერიტორიაზე ომებს და რა თქმა უნდა არაფერში დამნაშავეები არ არიან. ხმა მივეცი იმას, რომ არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს ერთი პარტია და ერთი კონკრეტული პერსონა. მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს აუცილებლად დაბალანსებული პოლიტიკა და სწორედ ამ დაბალანსებას მივეცი მე ხმა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მომავალია საქართველოს გადარჩენის საშუალება იმიტომ, რომ რეალურად საქართველოს ბევრი რამისთვის, ბევრი მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია, ამასაც გაივლის არაჩვეულებრივად და მე მგონია, რომ დღევანდელი ჩვენი არჩევანი სწორედ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მართველი პარტია და მმართველობა უნდა მიხვდეს იმას, რომ არ შიძლება მხოლოდ ყველაფერი მის ხელში იყოს, უნდა იყოს აუცილებლად ბალანსი. ბალანსის გარეშე სტაგნაცია დაიწყება და სტაგნაციას ჩვენი ქვეყანა მომავალში ვერ გაუძლებს იმიტომ, რომ სტაგნაციას  აუცილებლად მერე გარღვევა მოყვება, გარღვევის დრო და პერიოდი არ არის, ნამდვილად არ არის. ჩვენ გვინდა მშენებლობა, აღმშენებლობა, აი ამას მივეცი ხმა,“ - განაცხადა გია ბუღაძემ.

დღის ამბები