06 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
თამარ ჟვანიას ხუთწლიანი ვადა ამოეწურა - ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა განიხილება

ცესკო-ს თავმჯოდმარის თანამდებობა ვაკანტური ხდება - თამარ ჟვანიას ხუთწლიანი ვადა ამოეწურა და ახლა არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მისი შემცვლელი უნდა წარადგინოს.

კურიერის ინფორმაციით, ქართული ოცნება, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამ კანდიდატურას განხილვას. ცესკოს თავმჯომარედ დარჩენა უნდა თამარ ჟვანიას. ასევე, ამ თანამდებობისთვის იბრძვის სარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი, რომელსაც ქართულ ოცნებასთან ახლო კავშირის აქვს. ჯავახიშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ოჯახის წევრია.

ერთ-ერთი ვერსიით, ცესკოს თავჯდომარეობა შესაძლოა, შესთავაზონ საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, ეკა სირაძე-დელონეს. დელონეს დიპლომატიურ მისიაში მუშაობის ვადა უკვე ამოეწურა და ახალ თანამდებობაზე ჯერ არ დაუნიშნავთ.

თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის ხელძღვანელად არასამთავრობო სექტორიდან გადავიდა და ამ თანამდებობაზე 5 წელი იმუშავა. ამ წლების განმავლობაში კი მისი საქმიანობა ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი არაერთხელ გამხდარა.

ცესკო იყო ერთ-ერთი უწყება, რომლის ფინანსებსაც საეჭვო აღმოჩნდა აუდიტორებისთვისაც. შესწავლის შედეგად, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ თამარ ჟვანიამ მილიონ 700 ათასი ლარი 210 თანამშრომელზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 3-თვიან პერიოდში გადაანაწილა.

იმისთვის, რომ ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს წევრებმა აირჩიონ,  11 წევრიდან უმრავლესობის თანხმობა იქნება საჭირო. კენჭისყრა ფარულად ჩატარდება.

თუ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს წევრები თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატურიდან ერთს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. 

დღის ამბები