06 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენმდივანს შეხვდა

ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა. მან მოლაპარაკებები გამართა ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, ასევე შეხვედრა ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან.

„გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი უკრაინელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ვისაუბრეთ იმ მძიმე სიტუაციაზე, რომელიც შექმნილია აზოვის ზღვის პრობლემასთან დაკავშირებით. მოვისმინე უკრაინის პოზიცია. რაც შეეხება სტოლტენბერგს, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვქონდა მისი უაღრესად პოზიტიური შეფასებები და მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ, მინისტერიალის კონტექსტში და იმ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროატლანტიკური სივრცეში, ნატოში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დღის ამბები