06 მაისი 2024,   03:20
ვრცლად
ნიკა რურუას ოჯახს გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა

ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა. გიორგი მარგველაშვილი ზანდუკელის ქუჩაზე რურუების ოჯახში მივიდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და კულტურის ყოფილი მინისტრის შესახებ ისაუბრა. 

„ნიკა ჩემი მეგობარი იყო. ძალიან ძლიერი ადამიანი, ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე საინტერესო იყო. ნიკა იყო ბევრ კულტურის მინისტრს შორის გამორჩეული კულტურის მინისტრი,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კურიერის ინფორმაციით, ზანდუკელის ქუჩაზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიტიკოსის დედამ გამოიძახა, ადგილზე მისულ ექიმებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ.

დღის ამბები