06 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ და კიდევ ერთხელ გაჩერებული თამბაქოს საწარმო - "ომეგას" აქციზურ მარკებს აღარ აძლევენ

ომეგა ჯგუფმა თამბაქოს საწარმოს მუშაობა კიდევ ერთხელ შეაჩერა. ქარხანაში სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული ყუთებშია, თუმცა, ხელისუფლება ბიზნესს აქციზურ მარკებს არ აძლევს, რის გამოც, 1500 ადამიანს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.

თამბაქოს ეროვნული წარმოება ხელისუფლებამ უკვე მეორედ გააჩერა. ომეგა ჯგუფში ამბობენ, რომ კომპანია სახელისუფლებო რეკეტის მსხვერპლია.

ომეგა ჯგუფის მტკიცებით, ხელისუფლებამ თამბაქოს ეროვნული წარმოება შურისძიების გამო შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ომეგას მფლობელმა, ზაზა ოქუაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი კორუფციასა და რეკეტში ამხილა, კომპანიას ფინანსთა სამინისტრომ აქციზური მარკები აღარ მისცა და წარმოებაც შეწყდა. მას შემდეგ, რაც რუსთავი2-ის ეთერში ფინანსთა მინისტრის კაბინეტში შემდგარი მოლაპარაკებების ფარული ჩანაწერი გავიდა, ფინანსთა სამინისტრომ ომეგას აქციზური მარკების შესაძენად საჭირო დოკუმენტაცია აღარ მისცა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც სკანდალური ფარული ჩანაწერების გასაჯაროებამდე ომეგას ვალების ჩამოწერას და 52-მილიონიანი დავალების პატიებას პირდებოდა დღეს კონტაქტზე აღარ გამოდის. არადა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის წინ გამართული მოლაპარაკებების დროს მიხეილ დუნდუა თავად ადგენდა სქემას, როგორ უნდა ჩამოეწერათ ომეგასთვის მილიონები. კომპანიის მფლობელი ამბობს, რომ ამ გარიგების სანაცვლოდ მას ტელე იმედის ეთერში საგანგებო განცხადება უნდა გაეკეთებინა, ოქუაშვილის უნდა ეთქვა, რომ მისი ძველი განცხადებები ზეწოლასა და რეკეტზე დადგმული შოუს ნაწილი იყო და არც ის ფარული ჩანაწერი შეესაბამებოდა სინამდვილეს, საიდანაც გაირკვა, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი, სცემა.

ამავე თემაზე
დღის ამბები