06 მაისი 2024,   10:31
ვრცლად
აინშტაინის „წერილი ღმერთზე“ აუქციონზე 2 მილიონ 900 ათას დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ე.წ. "წერილი ღმერთზე" ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 2 მილიონ 900 ათას დოლარად გაიყიდა.

გვერდნახევრიანი წერილი, რომელშიც მეცნიერი რელიგიის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს, მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1954 წელს დაიწერა.

აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, წერილი მოსალოდნელზე ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.

დღის ამბები