27 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
"ამას სჭირდება სასწრაფოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენება და რეაგირება" - ოხანაშვილი ატოცში ოკუპანტების გამოჩენის შესახებ 

ატოცში ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას გეგმავენ - ოკუპანტები ატოცში, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეომასალას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

ოხანაშვილი დაუყოვნებლივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები სასწრაფოდ ჩააყენონ საქმის კურსში. მისი თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ უკანონობა არ გაგრძელდეს.

„ეს არის მიუღებელი ამას სჭირდება სასწრაფოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენება და რეაგირება შესაბამის ოფიციალური უწყებების მხრიდან, იმისთვის, რომ რაიმე დამატებითი საფრთხე არ შეექმნას ჩვენს რომელიმე მოქალაქეს და ის უკანონობა, რაც ხორციელდება კიდევ არ გადაიზარდოს კიდევ უფრო დიდ უკანონობაში ვინმეს გატაცებაში ან რაიმე სახის სხვა ხელყოფაში.

ამას სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ძალიან სწრაფად საქმის კურსში ჩაყენება და რეაგირება  იმ სამართლებრივი ფორმებით რა ფორმებიც ჩვენ გაგვაჩნია“-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები