27 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
სკოლებში აგვისტოს ომის ფაქტებს შეასწავლიან - მოსწავლეებს გაკვეთილებს სამხედროები ჩაუტარებენ

სკოლებში იანვრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება. 14 შერჩეულ სკოლაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მე-10 კლასის მოსწავლეებს 5-დღიანი ომის შედეგებსა და ანალიზზე გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

მოსწავლეების შესაძლო კითხვას თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, რას უპასუხებენ ჯარისკაცები, რომლებიც ამავდროულად პედაგოგებიც იქნებიან, განათლების სამინისტროში არ იციან.

”თავდაცვა და უსაფრთხოება”- ახალი საგნის სწავლების ინიციატორი, როგორც თავად ლევან იზორია ამბობს, თავდაცვის მინისტრია.

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა განათლების დარგის სპეციალისტების ნაწილს საბჭოთა წარსულს ახსენებს, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები სახელმწიფოსთვის სასურველ იდეოლოგიას სკოლებში ასწავლიდნენ.

განათლების საკითხების მკვლევარის, შალვა ტაბატაძის განცხადებით, დაუშვებელია როგორც სკოლაში სამხედრო პირების პედაგოგიური საქმიანობა, ასევე თავდაცვის უწყების მიერ შედგენილი წიგნით სწავლება.

სკოლის დირექტორების ნაწილი ახალი საგნის დამატების საჭიროებას ვერ ხედავს. პედაგოგები კი მიიჩნევენ, რომ საკლასო ოთახში ქვეყნის უახლესი ისტორია მოსწავლეებს არა სამხედროებმა, არამედ გამოცდილმა მასწავლებლებმა უნდა შეასწავლონ.

 

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, მარიამ ქაშაკაშვილი

დღის ამბები