27 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
შს მინისტრის მოადგილე რადას დეპუტატს პასუხობს და უკრაინის მოქალაქისთვის დნმ-ს ანალიზის აღებაზე განმარტებას აკეთებს

სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. ნათია მეზვრიშვილმა დნმ-ის აღებასთან დაკავშირებით რადას დეპუტატის, სემენ სემენჩენკოს მიერ გამოთქმულ პროტესტსაც უპასუხა.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიებას აქვს უფლება, რომ დნმ-ის ანალიზი იძულებით აიღოს.

სემენ სემენჩენკოს თქმით კი შვიდივე ბრალდებულს სპეცოპერაციის ჩატარების დღეს აუღეს ანალიზი და დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ეს მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

„გარკვეული ეჭვები გამოძიებას შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით გააჩნია, თუმცა ჩვენ რეალურად ვატარებთ სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებსაც იმისთვის, რომ უფრო ნათელი სურათი შევქმნათ და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ადამიანები კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლებით არიან ბრალდებულები. დნმ-ს რა შეეხება, იქ იყო განცხადებები, რომ თითქოს, იარაღი ჩაუდეს და ა.შ, ეს მათი სტრატეგიაა. ამას ჩვენ არ ვადასტურებთ. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, იარაღი ამოვუღეთ, დავაკავეთ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. დნმ-ს რას შეეხება, არ ვიცი, რასთან დაკავშირებით საუბრობს, ზოგადად, იძულების ზომების გამოყენება პოლიციას და საგამოძიებო ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს აქვთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები