27 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
საჭიროების შემთხვევაში „გირჩი“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის მზად არის

საჭიროების შემთხვევაში „გირჩი“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის მზად არის. იაგო ხვიჩია არჩევნების პროპორციული სისტემით ბარიერის გარეშე ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა პოლიტიკურ გაერთიანებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ, რადგან ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს.

„ისედაც ჩვენი დღის წესრიგშია საპარლამენტო არჩევნების საკითხის ლობირება ყველა დონეზე რითაც ეს შეგვიძლია ამ საკითხში თუ კოორდინაცია იქნა საჭირო ჩვენს და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის და დავინახავთ ორივენი, რომ კოორდინირებულად უფრო ეფექტურად შეგვიძლია ვიმუშავოთ, კი ბატონო, რადგან ერთი იდეა გვაერთიანებს, მაგ იდეისთვის ჩვენ ჩვენს სათქმელს ვიტყვით. მეორე საკითხთან დაკავშირებით არა მარტო ჩვენთვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის არის ასახსნელი, რატომ არის ეს სწორი ახლა და ჰომ არ არის იმის რისკი, რომ უბრალოდ ახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით ვთქვათ „ქართულ ოცნებას“ გაუხანგრძლივოთ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა იმიტომ, რომ ის ახლა იგებს ფაქტია,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები