27 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
"დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი დაკავშირებული ან მინდია გოგოჭურთან ან რაზმაძესთან არ არსებობს"- ადვოკატი

პრეზიდენტის სიძეს გამოძიება მაისში მომხდარი დანაშაულის დაფარვას და უკანონო იარაღის ფლობას ედავება.

მინდია გოგოჭური ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გიორგი რაზმაძესთან ერთად დააკავეს, რომელიც 35 წლის შალვა რობაქიძის დაჭრის ფაქტზე იძებნებოდა.

დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს. შოთა მანელიძე ამბობს, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცველებს სახლიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ.

„ის მონდომება და მოწადინება, რაც მე გუშინდელ ღამეს ვნახე მთელი ღამის განმავლობაში იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი არ იყო, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ ნებისმიერი კუთხე ნებისმიერი კუნჭული დათვალიერებულიყო.

დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ კი არა ორ იარაღზე ყოფილა საუბარი. დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი დაკავშირებული ან მინდია გოგოჭურთან ან რაზმაძესთან არ არსებობს.

ცალსახად აფიქსირებდა, როგორც სამართალდამცველებთან ასევე ჩემთან შეხვედრის დროს , რომ ასეთ არაფერს ბუნებაში არ აქვს რეალობასთან კავშირი“-ამბობს შოთა მანელიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები