26 აპრილი 2024,   23:57
ვრცლად
იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედებები იქნება სამართლიანი - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მერაბიშვილის საქმეზე

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს იულსონი ევროპის საბჭოს კომიტეტის მიერ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებას ეხმაურება. კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს.

როს იულსონმა თავი შეიკავა ევროპის საბჭოს კომიტეტის განცხადების შეფასებისგან, თუმცა, აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები სამართლის ფარგლებში წარიმართება.

„კონკრეტულად ევროპის საბჭოს კომიტეტის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა აშშ-სთვის კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი რაც ამას შეეხება, არის მნიშვნელოვანი. იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედებები, რაც უნდა აღსრულდეს, იქნება სამართლიანი,“ - აცხადებს როს იულსონი.  

ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

დღის ამბები