27 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
ანგელა მერკელმა ქრისტიან - დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

გერმანიის კანცლერი თანაპარტიელებს გამოემშვიდობა. ანგელა მერკელი მმართველი ქრისტიან დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, რომელიც 18 წელი ეკავა.

ჰამბურგში მიმდინარე ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის სტატუსით ის უკანასკნელი სიტყვით გამოვიდა და ლიბერალური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე ილაპარაკა. მან თავის გამოსვლაში მხარდაჭერა პარტიის ლიდერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატს  ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს გამოუცხადა.

კენჭისყრა ყრილობაზე დღეს მოგვიანებით გაიმართება.

დღის ამბები