26 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
Marlboro-ს მფლობელი კომპანია კანაფის კომპანია Cronos-ში $1.8 მილიარდ დოლარ ინვესტიციას დებს

სიგარეტ Marlboro-ს მფლობელი კომპანია Altria $1.8 მილიარდ დოლარ ინვესტიციას დებს კანაფის კომპანია Cronos-ში. 

ამ გზით ალტრია კომპანიის აქციების 45 პროცენტის მფლობელი გახდება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი წილის 55 პროცენტამდე გაზრდა შეეძლება.

ალტრიას ფასიანი ქაღალდების ღირებულება წელს თითქმის 25 პროცენტით დაეცა, რის შემდეგაც კორპორაციამ მოგების გაზრდა მარიხუანის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებით გადაწყვიტა.

Altria-ს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ კომპანია სერიოზულად არის განწყობილი კანაფის ბიზნესში ფულის ჩადებით, რადგან კანაფის სიგარეტის ბიზნესი მზარდია, ხოლო ტრადიციული სიგარეტის გაყიდვები კლებულობს.

კომპანია Cronos-ით დაინტერესება მას შემდეგ გაიზარდა, რაც კანადაში მარიხუანას ლეგალიზება მოხდა.

გარდა სიგარეტის მწარმოებელი კომპანიებისა, კანაფით სხვადასხვა ბიზნესი დაინტერესდა. მათ შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინვესტიციის ჩადებას კანადური კანაფის კომპანია Aurora-ში "კოკა-კოლაც" გეგვადა, თუმცა თავად "კოკა-კოლა" ამ ინფორმაციას უარყოფს.

დღის ამბები