27 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
190 ლარის ნაცვლად 50 ლარი - უკიდურესად გაჭირვებული დამლაგებლის ფულს სკოლის დირექტორი ითვისებდა 

უკიდურესად გაჭირვებული დამლაგებლის კუთვნილი თანხის მითვისება - ხობის რაიონის სოფელ ძველი ხიბულას საჯარო სკოლის დამლაგებელმა ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მას ხელფასი 190 ლარი ჰქონია და თანხა ბარათზე ერიცხებოდა. არადა სკოლის შენობის დალაგებისთვის ეკა გულორდავას თვეში 50 ლარს დირექტორი ხელზე აძლევდა. დანარჩენი ფულს სკოლის ხელმძღვანელი ითვისებდა.

ხელფასის რეალური ოდენობის შესახებ ეკა გულორდავამ მას შემდეგ გაიგო, რაც სახელმწიფოს სოციალური დახმარების დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. სოციალურმა სააგენტომ მისი საქმე შეისწავლა და მაღალი ქულა მიანიჭა. გულორდავა ორ შვილთან და ავადმყოფ მეუღლესთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.  ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ის 50 ლარი იყო, რასაც დირექტორი აძლევდა. მაღალი ქულების მიზეზის გასარკვევად მისულს სოციალურ სააგენტოში უთხრეს, რომ დახმარებაზე უარი ხელფასის გამო მიიღო.

ამბის გახმაურების შემდეგ, სკოლის დირექტორმა სახელფასო ბარათი ეკა გულორდავას მამამთილის ხელით გაუგზავნა, რომელიც ამავე სკოლაში დარაჯად მუშაობს. რძლის ხელფასის შესახებ საუბარი არ უნდოდა თუმცა დაგვიდასტურა რომ ხელზე გულორდავა მხოლოდ 50 ლარს იღებდა.

თავად სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მას გაჭირვებული დამლაგებლის ხელფასი არ მიუთვისებია.

სკოლის დამლაგებელმა, რომლის 2 წლის ხელფასიც სკოლის დირექტორმა მიითვისა, დახმარება ადგილობრივ ოპოზიციას სთხოვა. 

ავტორი: ემა გოგოხია. 

 

დღის ამბები