27 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
აფეთქება ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია 75 წლის მამაკაცი 

აფეთქება ქუთაისში - შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

დაშავებულია ბინაში მცხოვრები 75 წლის მამაკაცი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. 

დღის ამბები