26 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
გაძვირებული ხორბალი, გაზი, საწვავი, შესაფუთი მასალა - პურის მწარმოებლები პროდუქტზე კვლავ ფასის მატებას პროგნოზირებენ 

პურის ფასი შესაძლოა კიდევ გაძვირდეს - პროცესების განვითარება, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასზეა დამოკიდებული, რომლის განსაზღვრაც თებერვალში მოხდება.

ამ ეტაპისთვის პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატა. მწარმოებლები ამბობენ, რომ პურის ფასის შენარჩუნება ამ დრომდეც კომპანიებმა საწყობში არსებული ფქვილის მარაგებით შეძლეს. თუმცა იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში მოიმატა გაზის და საწვავის საფასურმა, პურის საფასურის გაზრდა გარდაუვალი იყო.

„თუ ჩვენს აგვისტოს თვეში ერთ ტომარა ფქვილს საშუალოდ  33-35 ლარად ვიღებდით, ახლა ეს ნიშნული მერყეობს 47-დან 50 ლარამდე რაც ბუნებრივია რთულ პირობებში გვაყენებს ჩვენ, პურის მწარმოებლებს. ამას გარდა ჩვენთვის გაძვირებულია ისეთი იმპორტირებული საშუალებებიც როგორიც არის მაგალითად პურის შესაფუთი მასალები. რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას რომ გაორმაგდა. გაზრდილია საწვავის ფასი და სადისტრიბუციო  მანქანებიც, ასევე დაზგა დანადგარებიც . და ამ ყველაფერის გათვალისწინებით გაზრდილი გაზის ტარიფიც  გავლენას ახდენს პურის თვითღირებულებაზე. ჩვენ საკუთარი რესურსების  გამოყენებით და ფქვილის მარაგებს წყალობით  რამდენი თვე ვახერხებდით რომ პურზე დაბალი ფასი შეგვენარჩუნებინა,“-განაცხადა „იფქლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ გოგიშვილმა.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულია რუსეთზე. თავად რუსეთში კი ხორბალი 10-15%-ით გაძვირდა.

„ეს გამოწვეულია იმით რომ რუსეთში, რომელზეც ჩვენს სამწუხაროდ დამოკიდებული ვართ და 90% იმპორტია  ხორბლის, გაძვირებულია ხორბლის ფასი. თვითონ რუსეთში პურის ფასი გაძვირებულია 10-15%-ით,“-განაცხადა ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები