26 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით ოპოზიციამ სარჩელით სასამართლოს მიმართა 

გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს და ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვის ფონზე, ამასთან კენჭისყრის დღემდე ცოტა ხნით ადრე 600 000 ადამიანისთვის პრობლემური სესხის ჩამოწერის დაპირება ასევე შეიცავდა მოსყიდვის ნიშნებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, და ამავე კანონების მიხედვით, რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას ის კანდიდატი, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა მოსყიდვა ან მოსყიდვის დაპირება.

„16 დეკემბრამდე ანუ ინაუგურაციის ჩატარებამდე ეს ადამიანი განიხილება, როგორც კანდიდატი. თუ დადგინდება მოსყიდვის ფაქტი, ცესკოს კანონით აქვს ვალდებულება მოხსნას სალომე ზურაბიშვილი“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები