18 იანვარი 2019,   06:20
ვრცლად
ევროკავშირმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარებულ არჩევნებთან კავშირის გამო, ევროკავშირის საბჭომ შავ სიაში დამატებით 9 ადამიანი შეიყვანა, მათ შორის ლუგანსკის რეგიონის ე.წ. არჩეული ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი და საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები.

გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე დაამტკიცეს.

ლიდერებს აზოვის ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ დაუწესებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ უკვე არსებული შეზღუდვების ვადას გაახანგრძლივებენ.

დღის ამბები