27 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
გაძვირებული პური - კონკურენციის სააგენტომ ფასის მატების მიზეზების შესწავლა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ პურის ფასის გაძვირების მიზეზების შესწავლა დაიწყო.

ნოდარ ხადურის უწყებამ უნდა გამოიძიოს, არსებობს თუ არა ბაზარზე თანაბარი კონკურენტული გარემო ყველა მწარმოებლისთვის და ამავდროულად გაუწიოს მონიტორინგი არსებულ ვითარებას.

კონკურენციის სააგენტოს ამ საკითხის შესწავლა პრემიერის განცხადების შემდეგ დაევალა, როდესაც მამუკა ბახტაძემ პურის გაძვირება ბაზარზე უსამართლო გარემოს დაუკავშირა.

„შევისწავლით როგორ ხორციელდება იმპორტი. არის თუ არა კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები. შევადარებთ იმპორტის ფასების დინამიკას საქართველოში საცალო ფასების დინამიკასთან და შემდეგ გამოჩნდება შიგნით რამდენი იყო იმპორტიორი, ახლა რამდენია. ანუ, არის თუ არა ბაზარზე რაიმე ტიპის შეზღუდვები რომელიმე მხრიდან, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს პურის ფასის არაეკონომიკურ ცვალებადობაზე. გამოვლინდება თუ არა დარღვევა, ამას მხოლოდ მონიტორინგი გვაჩვენებს,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა „კურიერთან“ საუბრისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები