27 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
თავდასხმა ენმ-ს წარმომადგენელზე - სამირა ისმაილოვა რუსთავის პროკურატურაში გამოკითხეს

"ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა რუსთავის პროკურატურაში გამოკითხეს.

საქმე ეხება არჩევნების ღამეს სოფელ მუშევანში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ცემის მცდელობას. ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ, მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის წაქეზებით, ისმაილოვას სახლში შევარდნისა და კარის შემტვრევის მცდელობას.

ბოლნისის პოლიცია მომხდარ ფაქტებს შეესწრო,თუმცა რეაგირება არ მოახდინა,რის გამოც საქმე გამოსაძიებლად რუსთავის პროკურატურას გადაეცა.

დღის ამბები