27 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
მეგა შოუ „მხოლოდ ქართული“ მარიშკა კერესელიძემ დატოვა

„მხოლოდ ქართული“ მარიშკა კერესელიძემ დატოვა. ჟიურისა და მაყურებლის ერთობლივი შეფასების შედეგად კონკურსანტი რეიტინგების ტაბლოზე ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. მარიშკა კერესელიძესთან ერთად აუტსაიდერთა რიგებში ვიოლეტა მგალობლიშვილიც იდგა. ჟიურიმ მისი გამოსვლა დაბალი ქულებით შეაფასა - ვიოლეტას ბედი კი ზარებმა გადაწყვიტა.

„მხოლოდ ქართულის“ მეორე კონცერტზე ჟიურისა და მაყურებლის რჩეული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა. პროექტის მეორე სეზონზე ის პირველი კონკურსანტია, ვინც ჟიურისგან მაქსიმალური შეფასება მიიღო.

გუშინდელ კონცერტზე რეიტინგით მეორე ადგილი კი ნოდარიკო ხუციშვილმა დაიკავა, რომელიც მაყურებლისა და ჟიურის უმაღლეს შეფასებას უკვე მეორე კონცერტია იღებს.

„მხოლოდ ქართულის“ კონცერტზე ქალაქური სიმღერები გაჟღერდა - ცნობილი ქართული სიმღერები კონკურსანტებმა საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულეს. მომდევნო ორშაბათს, ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის უკვე 8 კონკურსანტი გააგრძელეს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

„მხოლოდ ქართულის“ მესამე კონცერტი 17 დეკემბერს ტრადიციულ დროს დაიწყება.

დღის ამბები