27 აპრილი 2024,   01:25
ვრცლად
ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომის საკითხები - ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, თბილისში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომის საკითხები განიხილებოდა.

ღონსძიება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გახსნა. მან განდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე დეპუატატებმა ასევე წარადგინეს ქალთა შრომითი უფლებების შესახებ მომზადებული კანონპროექტიც.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქალთა უფლებების დაცვა, შრომითი უფლებების დაცვა და ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აისახა საკონსტიტუციო რეფორმაშიც, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ, როგორც მოგეხსენებათ კონსტიტუციის დონეზე გაუმჯობესდა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შრომით უფლებებთან, მათ შორის, შრომითი უსაფრთხოების დაცვასთან და სპეციალური ახალი ნორმა გაჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, აღნიშნა, რომ სწორედ გენდერულ ჭრილში არის მნიშვნელოვანი გარკვეული ცვლილებების განხორციელება იმისთვის, რომ ქალები მეტად დაცულები იყვნენ თავიანთ სამუშაო გარემოში.

„გენდერული თანასწორობის ჭრილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ქალთა ეკონონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და მათ შორის, შრომითი უფლებები, რომელიც მნიშვნელოვანწილად საჭიროებს გარკვეულ რევიზიას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ გენდერულ ჭრილში არის მნიშვნელოვანი გარკვეული ცვლილებების განხორციელება იმისთვის, რომ ქალები მეტად დაცულები იყვნენ იმ სამუშაო გარემოში, სადაც მათ, განსაკუთრებით თავისი სქესიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული დისკრიმინაციის შემთხვევები და ასეთი შემთხვევები არის და ჩვენ გვინდა, რომ რაღაცა დავიწყოთ ამაზე დისკუსია,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები