27 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
The sounds of christmas - საშობაო ღონისძიება, რომელიც "სოლოს" მხარდაჭერით, 25-26 დეკემბერს გაიმართება

საშობაო ხმები - The sounds of christmas - ასე ქვია საშობაო ღონისძიებას, რომელიც სოლოს მხარდაჭერით, 25-სა და 26 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მიიღებენ.

სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცნობილი მუსიკოსებიც ჩამოვლენ.

 „ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ასეთი კონცერტი ჯერ არ გვქონია, ჩვენს შემოქმედებით გუნდს ვგულისხმობ, მაგრამ ასეთი მართლა არასდროს არ გვქონია, რადგან ერთად იქნება ჯაზი, კლასიკა, სამების საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა გუნდი, რომელიც დღეს სწორედ 34-ე კონცერტს მართავს ლივერპულში, ქეთი მელუასთან ერთად და ორი სრულიად გენიალური მუსიკოსი - ნიკოლოზ რაჭველი და ბექა გოჩიაშვილი,“ - განაცხადა პროექტის არტ-დირექტორმა, თეონა ჯორბენაძემ.

დღის ამბები