27 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
"ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა" - ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ოჯახის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ოჯახის წევრების მტკიცებით, კომაში მოზარდი ცემის შედეგად აღმოჩნდა. ბადალოვები ამტკიცებენ, რომ მათთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მას არ აკავებს.

„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა,“- აცხადებს იდაიფ ბადალოვი.

სამართალდამცველებმა თანასოფლელებიც გამოკითხეს. ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ისმაილს ხელი კრეს და ის დაეცა.

 

 

დღის ამბები