27 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლება - მესამე სექტორი ინიციატივას არაკონსტიტუციურად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დატოვებს, მესამე სექტორი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

ამ თემის განსახილველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა იგეგმება.

ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს.

ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები