27 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
„ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება" - თბილისის მერი ”რუსთავი 2-ს“ ემუქრება

თბილისის მერი ისევ ”რუსთავი 2-ს“ ემუქრება. კახა კალაძემ მთავრობის სხდომა დღესაც სამაუწყებლო კომპანიის სიუჟეტების განხილვით და ტელეკომპანიის კრიტიკით დაიწყო.

თბილისის მერი ამჯერად ”კურიერში” გასულმა იმ სიუჟეტმა გააღიზიანა, რომელიც საბავშვო ბაღებში კვების ტენდერებს შეეხებოდა.

„მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ ამ ტელევიზიას. ამ სიცრუეს საზოგადოება ისმენს და ბევრს მართალი ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება. მოვუწოდებ "რუსთავი 2-ს", თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. “- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ეთერით სიცრუე გაჟღერდა.

„მინდა, შევეხო ისევ და ისევ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ სიცრუეებს. გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ, თითქოს, 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. აი სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. საახალწლოს ღონისძიებებზე, თითქოს, დედაქალაქის მერია სცენის მოწყობაში ხარჯავს 2 მილიონ ლარს. რომ დავაჯამოთ ეს ციფრები, დაახლოებით, გამოდის 1 მილიონ 61 ათასი. ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები