26 მარტი 2019,   19:35
ვრცლად
ჯეიმს აპატურაი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

ჯეიმს აპატურაი, ნატოს სამეკავშირეო ოფისში იმყოფება, სადაც ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია და დეტალებთან დაკავშირებით კომენტარები დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მთავარი განსახილველი თემა საპრეზიდენტო არჩევნებზე განვითარებული მოვლენები იქნება. 

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლაპარაკება, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან გამართა.

აპატურაიმ ოფიციალური შეხვედრები დილიდან დაიწყო. ის ვიზიტის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერს, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მან ასევე შეხვედრა გამართა სტუდენტებთან, სადაც რუსულ აგრესიაზე და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

დღის ამბები