19 იანვარი 2019,   05:19
ვრცლად
კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა

2019 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა ვერ დაამტკიცა. მიზეზი სხდომათა დარბაზში კვორუმის არარსებობა გახდა, რის გამოც ბიუჯეტის პროექტი კენჭისყრაზე ვერ გავიდა.

კენჭისყრის წინ ჩატარებულ რეგისტრაციაზე უმრავლესობის მხრიდან დარბაზში მხოლოდ 67 დეპუტატი იმყოფებოდა. ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად კი 76 დეპუტატი იყო საჭირო.

პლენარული სხდომა ხვალ განახლდება. 

დღის ამბები