03 მაისი 2024,   09:16
ვრცლად
ზღაპრული ქოხი, სანტა და ელფები - ბელგიელმა ენთუზიასტმა საკუთარი სახლის ეზოში საშობაო სოფელი ააშენა

ბელგიელმა ენთუზიასტმა საშობაო სოფელი ააშენა. პროფესიით ფიზიკოსმა, სერჟ ჰენებელმა საკუთარი სახლის ეზო სადღესასწაულოდ მორთო, ბაღში ზღაპრული ქოხი ჩადგა და სანტა კლაუსის როლი მოირგო. საშობაო სოფელში ნაძვის ხეებთან ერთად, პატარა ბიჭუნას ქანდაკებაც დგას, რომელიც ბრიუსელის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ბელგიელი სანტა ბავშვებს და მათ მშობლებს სრულიად უსასყიდლოდ ართობს, ტკბილეულით უმასპინძლდება და საჩუქრებსაც გადასცემს.

საშობაო სოფელი ენთუზიასტმა საკუთარი სახსრებით ააგო. ამ საქმეს სერჟ ჰენებელი უკვე 25 წელია აკეთებს, შობისთვის მზადებას კი სექტემბრიდან იწყებს. მის საშობაო სოფელს ყოველწლიურად 5 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. 

დღის ამბები