26 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
დეპუტატები დღეს 2019 წლის ბიუჯეტს კენჭს უყრიან 

2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა სესიაზე დღეს შედგება - ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეპუტატებს გუშინ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ უნდა მიეღოთ, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო პროცესი ჩაიშალა.

მომხდარში პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხისმგებლო დეპუტატები დაადანაშაულა.

კენჭისყრის დღეისთვის გადადების გამოცხადებას წინ უძღოდა ბიუჯეტის პროექტის ხანგრძლივი განხილვა. დეპუტატების კითხვებს სესიაზე ფინანსთა მინისტრი პასუხობდა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური პროექტის მიმართ კრიტიკულია ოპოზიცია და მის მხარდაჭერას არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს აინტერესებდათ რატომ არ ზრდის პენსიას მთავრობა მინიმუმ 40 ლარით. რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მოქალაქეთა დახმარება ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის.

კრიტიკული იყო შეფასებები მმართველი გუნდის მხრიდან, ბიუჯეტის აუთვისებელ თანხებთან მიმართებაში. ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობებში 2018 წელს სერიოზული ჩავარდნა იყო.

ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ სესხებით დაფინანსებულ პენსიებს „დიდი დღე არ უწერია“.

დღის ამბები