27 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - რუსეთი ნატოს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს პროვოკაციას უწოდებს 

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის რუსეთს საგარეო უწყება ეხმაურება. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებმა პროვოკაციად შეაფასეს ნატო-ს გენერალური მდივნისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები.

რუსეთი რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად საქართველოს ტერიტორიაზე შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო აქტივობას მიიჩნევს.

მოსკოვისთვის დამაჯერებელი არც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშია.

დღის ამბები