27 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ანკარიდან კონიაში მიდიოდა, ჯერ სხვა შემადგენლობას, შემდეგ კი გადასასვლელ ხიდს შეეჯახა.

ავარია ანკარიდან 8 კილომეტრის დაშორებით მარსან-დიზის რკინიგზის სადგურთან მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები დეფორმირებულ ვაგონებში მოყოლილ მგზავრებს ეძებენ.

47 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები