01 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ

სამართალდამცველები სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ოპერაცია საფრანგეთ-გერმანიის საზღვრის ორივე მხარეს მიმდინარეობს.

პოლიციამ მოსახლეობას დახმარების თხოვნითაც მიმართა და შარიფ შაკეტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.

29 წლის მამაკაცმა ცეცხლი სტრასბურგის ცენტრში საშობაო ბაზრობის მახლობლად გახსნა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

საპასუხო სროლის დროს დაიჭრა თავად თავდამსხმელიც, თუმცა შემთხვევის ადგილიდან მან ტაქსით მიმალვა მაინც შეძლო.

მომხდარის შემდეგ საფრანგეთის ყველა საშობაო ბაზრობასთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ჩააბნელეს ეიფელის კოშკიც.

დღის ამბები