27 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
უვარგისი პროექტი - ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკრიტიკებს

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წევრი, მერაბ მეშველიანი აკრიტიკებს. მან ქუთაისის მერიის მიერ წარდგენილ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს უვარგისი უწოდებს და განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტივისტების ინტერესებსაა მორგებული.

მეშველიანი აღნიშნავს, რომ გამოყოფილი თანხის 70 პროცენტი ადმინისტრაციული ხარჯებისთვისაა განსაზღვრული და არა ქალაქის შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

მეშველიანისვე თქმით, ვერ ხდება ბიუჯეტის საჭიროებების შესაბამისად გაწერა და ასევე ვერ ხორციელდება გამოყოფილი თანხების ათვისება. 

დღის ამბები