26 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
სტრასბურგში საშობაო მარკეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

სტრასბურგში საშობაო მარკეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

საავადმყოფოში იტალიელი ჟურნალისტი გარდაიცვალა, რომელიც სროლის დროს მძიმედ დაიჭრა და კომაში იყო.

29 წლის ჟურნალისტის გარდაცვალების გამო ემანურლ მაკრონმა იტალიის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის სამიტზე მიუსამძიმრა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ბრიუსელიდან სტრასბურგში გაემგზავრა და ტრაგედიის ადგილი მოინახულა. მან საშობაო ბაზრობაზე სახელდახელდ აგებული მემორიალზე ყვავილები მიიტანა და დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობამ, სადაც ტერორისტმა 13 დემებერს ცეცხლი გახსნა და ხალხი დახოცა, მუშაობა განაახლა.

გადაწყვეტილება ბაზრობის გახსნის შესახებ თავდამსხმელის ლიკვიდაციის შემდეგ მიიღეს და ადგილზე უსაფრთხოების ნორმები გააძლიერეს.

დღის ამბები