27 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
უბედური შემთხვევა გორში - 21 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად  გარდაიცვალა 

უბედური შემთხვევა გორში - 21 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მძიმეა კიდევ 2 ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები და მათი სტუმარი არიან. ისინი სახლში მისულმა დიასახლისმა უგონო მდგომარეობაში იპოვა. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

დღის ამბები