03 მაისი 2024,   07:45
ვრცლად
"ახლაც ეგრე ვიტყოდი, მართლა იმ სახელმწიფოს რა ვუთხარი, გრიგოლა ვაშაძე რომ დაამხობს რა, გადაატრიალებს..." - კალაძე

კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს - კახა კალაძე ოპოზიციის წევრების დაკავებას ეხმაურება და მათ პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა განცხადების შინაარსი, რომლითაც მან რამდენიმე დღის წინ გაერთიანებულ ოპოზიციას მიმართა, თუმცა ამჯერად ქუჩური ლექსიკა შეცვალა.

„კი, კი ახლაც ეგრე ვიტყოდი, მართლა იმ სახელმწიფოს რა ვუთხარი, გრიგოლა ვაშაძე რომ დაამხობს რა, გადაატრიალებს... კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორები ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა პოლიციელს, რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის კანონდარღვევა და კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება,“-ამბობს კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები