01 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
კირკიტაძის პატიმრობა - „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად აღიარებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შურისძიებაა 

„ქართული ოცნება“ ფაქტობრივად აღიარებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება შურისძიებაა. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ მოსამართლეზე პოლიტიკური ზეწოლა არ მომხდარა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ორად იყოფა. 

დავით კირკიტაძის დაკავება „ქართული ოცნების“ ლიდერების ერთი ნაწილისთვის სამართლიანობის აღსრულება იყო, მეორე ნაწილისთვის მოსამართლის არაადეკვატურად მკაცრი გადაწყვეტილება.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს მოსამართლე ნარიმანიშვილის გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობდა.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კირკიტაძეს თავდებში უდგებოდნენ. უმრავლესობაში შემავალი რეგიონების ფრაქციის თავმჯდომარე, კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმ 30 დეპუტატს შორის, რომელიც დავით კირკიტაძეს თავდებში ჩაუდგა. მას შემდეგ კი რაც პარლამენტარების თხოვნა სასამართლომ არ გაითვალისწინა, ოქრიაშვილმა საგანგებო საპროტესტო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სასამართლოს შეეძლო ასეთი მკაცრი განაჩენი თავიდან აერიდებინა.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ფიქრობენ, რომ სახეზე შერჩევით სამართალია. სწორედ ამიტომ მმართველ გუნდი დღეს თავის მართლების რეჟიმში იყო და ამტკიცებდა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება არც შერჩევითი სამართალია და არც პოლიტიკური რეპრესიები.

დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ კამერების წინ დაწყებული პოლიტიკური დებატები ხვალ უკვე პარლამენტის სხდომაზე გაგრძელდა. დილით საგანგებო სესია ქუთაისში გაიხსნება.

დღის ამბები