27 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
"იტყუილებით,“ - გიორგი გახარიას მტკიცებით, ტყუილია, რომ ის კრიმინალურ ავტორიტეტს, ცხაკაიას იცნობს

„სამწუხაროდ, იტყუილებით,“ - ასე მიმართა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, თენგიზ გუნავას, რომელმაც ზუგდიდში კრიმინალური სამყაროს წევრთან კომუნიკაციაზე დაუსვა კითხვა.

თენგიზ გუნავას თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილისთვის სასურველი ხმების მობილიზების მიზნით კრიმინალური ავტორიტეტი, ხვიჩა ცხაკაია იყო ჩართული.

ოპოზიციის ინფორმაციით, კრიმინალები საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით ჩაერთნენ და მათ პოლიციის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიიღეს.

ოპონენტის კრიტიკაზე პასუხად, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ იცნობს ცხაკაიას და არც შეხვედია.

„მეორედ დამისახელა ვინმე ცხაკაია მაყურებელი, ეს ცხაკაია ზუგდიდში არ იძებნება საერთოდ. ჩამოვალ ერთხელ და მანახეთ ეს ცხაკაია ვინ არის, რას უყურებს ისიც მანახეთ. თუ გინდათ, ერთად შევხვდეთ მე და თქვენ, იქნებ „რუსთავი 2"-ს უყურებს,“ - ამბობს გახარია.

დღის ამბები