27 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
ქვეყენაში 100 ათას ადამიანზე H1N1-ის 279 შემთხვევა ფიქსირდება - ჯანდაცვის მინისტრი არსებულ ვითარებაზე საუბრობს 

ბოლო მონაცემებით ქვეყენაში ყოველ ასი ათას ადამიანზე ე.წ. გორის გრიპის 279 შემთხვევა ფიქსირდება - H1N1 ვირუს​ის სტატისტიკაზე საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. დავით სერგეენკოს თქმით, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა, თუმცა  მინისტრის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

დავით სერგეენკოს თქმითვე, დღეიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება "ტამიფლუს" გაცემა. 

„დღეიდან უკვე დაიწყება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე  „ ტამიფლუ“-ს გაცემა. მარაგები საკმარისი არის. დღეს უკვე გადანაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ყველა რაიონში. აფთიაქებში ამ მედიკამენტის მარაგი არის, მხოლოდ სტაციონარში თუ დასჭირდა პაციენტს, საავადმყოფოში მკურნალობა, მაშინ ეს შედის რა თქმა უნდა საყოველთაო ჯანდაცვაში და ანაზღაურდება შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ „ტამიფლუ“ დაინიშნოს, ანტივირუსული მკურნალობა დაინიშნოს სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში აქვს მას მაქსიმალური ეფექტი," - განაცხადა სერგეენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები