27 აპრილი 2024,   00:21
ვრცლად
დაგროვებითი პენსია ამოქმედდა - სახელფასო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იანვრის ბოლოს დაიწყება

40 წლამდე ასაკის საქართველოს 350 ათასი მოქალაქე ვალდებულია, დაგროვებით პენსიის პროგრამაში ჩაერთოს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს პროექტი ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, რადგან ისედაც მწირი შემოსვლის მქონე ახალგაზრდების შემოსავალს ურტყამს. 

საპენსიო სააგენტოში მუშაობს ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია იმის გარკვევა თუ რამდენი იქნება თქვენი პენსია წლების შემდეგ.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას დაგროვებით პენსიის რეფორმის გადავადებას სთხოვდნენ, თუმცა პროცესი არ შეჩერებულა.

ექსპერტები სერიოზული რისკებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია, თანხა მთავრობამ არასწორად გამოიყენოს და წლობით ნაგროვები ფული მოქალაქეებს პენსიაში გასვლის შემდეგ ყულაბაში აღარ დახვდეთ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც სპეციალისტები საუბრობენ, კომპანიების მიერ შესაძლო მაქინაციას უკავშირდება.

დაგროვებითი პენსიის ფორმულა ასეთია - 2 პროცენტს იხდის დასაქმებული, ამდენივეს დამსაქმებელი და სახელმწიფო.

დაგროვებით საპენსიო პროგრამაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლის ზევით მოქალაქეებისთვისაც, თუმცა ისინი ხელფასის 2 პროცენტს ფონდში მხოლოდ პირველი სამი თვის განმავლობაში გადარიცხავენ. სახელფასო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იანვრის ბოლოს დაიწყება.

თუ 40 წლის ზევით მოქალაქე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობაზე, მათ აპრილიდან ივნისის ჩათვლით განაცხადი უნდა შეავსონ და პროგრამას გამოეთიშონ.

დაგროვებული თანხა პენსიაში გასვლის შემდეგ საბაზისო პენსიას დაემატება, რომელიც დღეს 180 ლარია. მათ კი, ვისაც არასდროს უმუშავიათ ან თვითდასაქმებულები არიან და დეკლარირებული ხელფასი არ აქვთ, დაგროვებითი პენსიის პროგრამაში ჩასართავად სააგენტოს უნდა მიმართონ, ამ შემთხვევაში მათ ხელფასის 4 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

დღის ამბები