06 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
"კონსულტაციები დაწყებულია" - ოხანაშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება 

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მის კანდიდატურას განიხილავს. ოხანაშვილის თქმით, გუნდში საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

დეპუტატის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" გარკვეულ საკითხებზე მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა და პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. 

„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის, ასეთი სიტუაციები ყოფილა სხვა დროსაც. ამიტომ ეს არის მიმდინარე მორიგი პროცესი, სადაც პოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ აქ ადგილი აქვს კრიზისს,“-განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა. ფოფხაძემ თქვა, რომ მას მოსამართლეთა სიის წარდგენის დღეს არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ დაურეკეს და კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს.

ოხანაშვილი ამბობს, რომ ფოფხაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მისთვის არავის დაურეკავს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები