26 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება - თეონა ჭალიძემ მერიას სასამართლო დავა მოუგო

2014 წელს მერიიდან გათავისუფლებულმა თეონა ჭალიძემ მერიას სასამართლო დავა მოუგო. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ "ძალა ერთობაშია"-ს წევრი სამსახურიდან უკანონოდ იყო გათავისუფლებული.

სასამართლომ მერიას კომპენსაციის გადახდა დაავალა. თუმცა თეონა ჭალიძე და მისი ადვოკატი უკმაყოფილობას გამოთქვამენ. სასამართლომ არ გაიზიარა ის ნაწილი, რომ ჭალიძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„ ოთხი წლის განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ დაგვემტკიცებინა, რომ უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული და საბოლოოდ, ბოლო ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა, რომ მართლაც უკანონოდ გახლდით გათავისუფლებული და თბილისის მერიას დაეკისრა ჩემს მიმართ განაცდურის ანაზღაურება, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა ის, რომ ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით გახლდით გათავისუფლებული. ამის დასტური არის ის ფოტოც , რომელიც ახლდა ჩემი გათავისუფლების ბრძანებას , საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტო“- აცხადებს ჭალიძე.

დღის ამბები