27 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
რქაწითელი შესაძლოა, პირველი ვაზის ჯიში გახდეს, რომელსაც მარსზე მოიყვანენ

რქაწითელი შესაძლოა, პირველი ვაზის ჯიში გახდეს, რომელსაც მარსზე მოიყვანენ.

პროექტი მეცხრე მილენიუმი, დაახლოებით, ერთ თვეში სპეციალურ სათბურს ააშენებს, სადაც ქართული ვაზის ჯიშებს წითელი პლანეტის კლიმატს შეუქმნიან და მათზე კვლევებს ჩაატარებენ. ამის შემდეგ კი გაირკვევა, მოხვდება თუ არა რქაწითელი იმ ხომალდზე, რომელიც 2024 წელს მარსზე გაემგზავრება.

ერთერთი მთავარი პრეტენდენტი რქაწითელია. სხვადასხვა დროს სწორედ ამ ჯიშმა დაამტკიცა მისი გამძლეობა, თუმცა, იქნება თუ არა პროექტის მეცხე მილენიუმის გამარჯვებული ვაზი რქაწითელი, ამას კვლევები აჩვენებს.

უძველესი ქართული ტრადიციის გაგრძელების სურვილმა სხვადასხვა ორგანიზაცია და ადამიანი გააერთიანა. მარსის ათვისების პროექტში საქართველო, თითქმის, ერთი წელია, რაც ჩაერთო. დაახლოებით, ერთ თვეში პროექტის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - ვერტიკალური ბაღის გაშენება, დაიწყება, თუმცა, მანამდე მეცხრე მილენიუმმა არაერთი კვლევა ჩაატარა.

ქართული ვაზის წითელ პლანეტაზე მოყვანას მხარს უჭერს ევროპული კოსმოსური სააგენტო და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. NASA-ს და SpaceX-თან კომუნიკაცია სულ ცოტა ხანში დაიწყება. ცნობილია, რომ ილონ მასკი 2022 წელს მარსზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს, 2024-ში კი მისიაში ადამიანებიც ჩაერთვებიან.

დღის ამბები