26 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
ვენესუელას პრეზიდენტის ინაუგურაცია - აშშ ნიკოლა მადუროს მიერ ხელისუფლების უზურპაციაზე საუბრობს 

ნიკოლას მადუროს მიერ ხელისუფლების უკანონო უზურპაციას გმობს შეერთებული შტატები - სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი გააძლიერებს ზეწოლასა და სანქციებს მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.

ვენესუელაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირიც.

გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი. შესაბამისად აშშ ნიკოლას მადურის პრეზიდენტობის მეორე ვადას არ ცნობს.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც საქართველო.  

დღის ამბები