27 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არის გარკვეული რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული კრიტიკული დამოკიდებულება - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გააქტიურებულ რუსულ კამპანიას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლაბორატორია საქართველოსთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა, ის სრულად საქართველოს ბაზაზეა გადასული. პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაუცნობიერებლად ნუ მოახდენენ რუსული ნარატივის ტირაჟირებას.

"ადამიანები თავს ნებას აძლევენ, რომ გააკეთონ კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე იმ დროს, როცა არ მგონია რაიმე კომპეტენცია ჰქონდეს. ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არის გარკვეული რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული კრიტიკული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც საკვირველია.

"ეს ლუგარის ლაბორატორია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრ სიკეთეს ვღებულობთ ჩვენ ამ ლაბორატორიისგან, რომელიც დღეს სრულად არის ქართული და საქართველოს უწყება და არა ამერიკული, როგორც უნდათ რომ გამოჩინონ, თუმცა დახმარება იყო საკმაოდ დიდხანს. აქ არის ხელოვნურად შემოტანილი რაღაცა დაძაბულობის ნიშნები და მინდა ყველა სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს,"-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები