27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
ტრამპის ადვოკატი მალერის გამოძიების საბოლოო ანგარიშზე წვდომას ითხოვს

დონლად ტრამპის ადვოკატი რობერტ მალერის გამოძიების საბოლოო ანგარიშზე წვდომას მოითხოვს.

განცხადება ამის შესახებ რუდი ჯულიანიმ ერთ-ერთი ამერიკული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი შეფასებით, უმჯობესია, პრეზიდენტის იურისტებს სპეციალური პროკურორის დასკვნის საბოლოო ვერსია გააცნონ, რათა მათ დოკუმენტში შესწორებების შეტანა შეძლონ.

ჯულიანი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო ჯგუფმა შესაძლოა, შეცდომები დაუშვა, ამიტომ არ არის გამორიცხული, თეთრმა სახლმა ანგარიშის ნაწილის გასაიდუმლოების უფლება გამოიყენოს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე რობერტ მალერის დასკვნა თებერვალში უნდა გამოქვეყნდეს.   

დღის ამბები