05 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
რა კრიტერიუმებით უნდა აირჩიონ მოსამართლეები უვადოდ - იუსტიციის საბჭოს წევრები ინიციატივაზე მუშაობენ

რა კრიტერიუმებით უნდა აირჩიონ მოსამართლეები უვადოდ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ამ მიმართულებით საკუთარ ინიციატივაზე მუშაობენ, რომელსაც უახლოეს პერიოდში პარლამენტში წარადგენენ.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, აუცილებელია, მოსამართლის შერჩევა გამჭვირვალე პროცესი იყოს. მისი განცხადებით, უნდა შემუშავდეს სტანდარტი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას შეძლებს. ინიციატივის მიღების შემთხვევაში ცვლილება ორგანულ კანონში უნდა შევიდეს.

„წინადადებებს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, რამდენიმე ძირითად პრინციპს მოიცავს. ეს გახლავთ კონკურსის გამოცხადება, ფილტრის მექანიზმის შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იყოს მხოლოდ ის ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს ნომინირებასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ჩაერთოს ფართო საზოგადოება, პროფესიული წრეები. უნდა გათვალისწინებული იქნეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები