17 ოქტომბერი 2019,   15:48
ვრცლად
მოსამართლეთა ე.წ. შავი სია - იურიდიული კომიტეტის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირება ფონზე წარიმართა

ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაზე მსჯელობას მოჰყვა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი, კახა კუკავა პარლამენტში იმის გასარკვევად მივიდა, როგორ აპირებს პარლამენტი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების ახალი კანდიდატების ახალი წესებით შერჩევას.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ბიძინა გეგიძე იყო მმართველი გუნდის ერთადერთი წევრი, რომელმაც მათიკაშვილის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევას მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების უვადოდ დასამტკიცებლად. სკანდალის შემდეგ შერჩევის წესზე დაწყებული კონსულტაციები კი დროის გაჭიმვის მცდელობა დაა სხვა არაფერი.

მოსამართლეების სკანდალის შემდეგ კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, სწორედ ვანო ზარდიაშვილია მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მთავარი ლობისტი. დღეს ზარდიაშვილმა მძიმე ბრალდებებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ამ თემაზე საუბრის დროს არ არის.

დავით მათიკაშვილს იურიდიული კომიტეტის 15 დეპუტატიდან მხარი 10-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი ბიძინა გეგიძე იყო, ნატო ჩხეიძემ კი თავის შეიკავა.

მათიკაშვილის ამ ეტაპზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში გადასვლას არ აპირებს. სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე, ეკა ბესელიას სავარძელს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს.

დღის ამბები